გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები
საგანი/პედაგოგი
ფიზიკა/ლიანა ქვილორია
სწავლების საფეხური /კლასი
მეორე საფეხური /VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
5 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის აქტუალობა
წყლის აგრეგატული მდგომარეობები და მათზე დაკვირვება ,ანალიზის და სინთეზის უნარების განვითარება.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლე განასხვავებს წყლის აგრეგატულ მდგომარეობებს ერთმანეთისგან, ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს.
·         მოსწავლე აღწერს ნივთიერების სამ აგრეგატულ მდგომარეობას.
·         მოჰყავს ნივთიერების სამი აგრეგატული მდგომარეობის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან. 
·         გამოთქვამს ვარაუდს ბუნებაში ნივთიერების ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის მიზეზების შესახებ და ამოწმებს ცდით.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ცოდნა რა პირობებშიხდება ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
შეფასების საგანი და პროცედურები
საშინაო დავალება , ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, ცდისთვის: წყალი, ელექტრო მადუღარა. ყინული.
კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
კლასის ორგანიზება _ 2 წუთი.
გაკვეთილის ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ საშინაო

 დავალების შემოწმება -ინდივიდუალური   -5 წუთი.
აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი-მთელი კლასი _ 15 წუთი.
·         რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს ნივთიერება?
·         დაასახელეთ მყარი ნივთიერებები, თხევადი ნივთიერებები, აირადი ნითიერებები.
·         როგო გადავიყვანოთ მყარი ნივთიერება-ყინული თხევად ნივთიერება-წყალში ან პირიქით?
·         როგორ გადავიყვანოთ წყალი აირად მდგომარეობაში?
გაკვეთილის  ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 _ მინი ლექცია_ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენებით -12 წუთი.
ელექტრონული პრეზენტაცია მომზადებულია თემაზე: ,,ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა’’.
გაკვეთილის ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 4 _ დისკუსია-მთელი კლასი-11 წუთი.
აქტივობა 5 _ ილუსტრაციებზე დაკვირვება - 7 წუთი.
საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
მოსწავლეთა შეფასება _ 2 წუთი.

No comments:

Post a Comment