სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: კონსტრუქციის შექმნა. ელექტრული წრედის აწყობა და გამოცდა.

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ელექტრული წრედის აწყობისა და გამოცდის  შესახებ.

3.პროექტის  აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

4.პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მეტი ცოდნა მიიღონ ელექტრული დენის, ელექტრული წრედის ძირითადი ელემენტების შესახებ.

5.მონაწილეთა ასაკი:14 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ  კვლევის უნარ-ჩვევებს, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს.

8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სადენები, დენის წყარონათურა, ჩამრთველ-ამომრთველი.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები )

სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, (მიზნობრივი გადანაწილებით)
მოვალეობების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის პროექტის გეგმის მიხედვით.

1ლი ჯგუფი მუშაობს საჭირო რესურსების მოძიებაზე.

მე-2 ჯგუფი მუშაობს პროექტის იდეის განსაზღვრაზე.

მე-3 ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს სურათებს და მოამზადებს პრეზენტაციას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის იმ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ პროექტის მიზანი, დაეუფლონ ელექტრული წრედის შედგენის მეთოდებს, გააკეთონ დასკვნები.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა ქვილორია.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qvilorialiana@gmail.com

13:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qvilorialiana.blogspot.com



No comments:

Post a Comment